Baby Bag

„პოსტკოვიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა,“- ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს

„პოსტკოვიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა,“- ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში პოსტკოვიდის ერთ-ერთ სიმპტომზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებს კოვიდის შემდეგ ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა ახასიათებთ:

„პოსტკოვიდური სინდრომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა, შესაბამისად ქცევის. ამას რა ეშველება? წამლის იმედი მაინცდამაინც არ მაქვს. ამას სჭირდება ქცევითი თერაპია. პირველ რიგში, მეტი ყურადღება, მეტი ალერსი, მეტი გართობა. გართობაში არ ვგულისხმობ მეტ სათამაშოს. მამას, დედას თუ სცალია, უნდა მოხდეს ბავშვის აგრესიის გადართვა.“

​ბავშვებში არის ასევე ეჭვიანობის მომენტი. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გეყოლება დაიკო ან ძამიკო, შენ უფროსი ხარ, შენ პირველი ხარ, შენ ყველაზე საყვარელი ხარ, შენ მომეხმარები, შენ უნდა დაიცვა პატარა. ბავშვები ამას ძალიან კარგად იგებენ. ჩემს ახლობელს გოგონა ჰყავდა პირველი, მეორე ბიჭი ეყოლა. ბავშვმა უთხრა, ახლა, ალბათ, ნაკლებად გეყვარებითო. მამამ უთხრა, შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარო, ბავშვი დაწყნარდა,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“-...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ბავშვებში კვლევების ჩატარების პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები უმეტესად საჭირო არ არის:„განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს? - თემაზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ: 

„ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ - „შენგან არაფერი გამოვა“, „შენთან საუბარს აზრი არ აქვს“, „გაიზრდები და ნახავ“, -  მუდმივი ბრალდებებია ბავშვის მიმართ. სიტყვას, ლინგვისტურ ველს ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვეუბნებით, ვიდრე რას ვეუბნებით, რადგან შეიძლება ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და ისე დაანგრიო, რომ მას ძალიან გაუჭირდეს შემდგომში რეაბილიტაცია. შეიძლება ბავშვობაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე, თუნდაც ყვირილზე, ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს ისეთი სომატური რეაქციები, რომ ვერც აკავშირებდეს, საიდან მოდის ეს,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ. 

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად