Baby Bag

„პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა,“ - გიორგი ფხაკაძე

„პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პროდუქტებსა და იმ ორგანოებს შორის მსგავსებაზე საუბრობს, რომელი ორგანოებისთვისაც აღნიშნული პროდუქტები სასარგებლოა.

გიორგი ფხაკაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ავოკადო საშვილოსნოსთვის არის სასარგებლო, პომიდორი - გულისთვის, ჯინჯერი - კუჭისთვის, ჟენშენი - სისხლძარღვებისთვის, ნიახური - ძვლებისთვის, ხახვი - უჯრედებისთვის, კაკალი - ტვინისთვის და ა.შ.

თანდართულ ვიზულურ მასალაში პროდუქტებსა და ორგანოებს შორის მსგავსება აშკარად იკვეთება.

„მთლად 100% ასე არ არის, მაგრამ ახლოს არის. ჯანმრთელობას გისურვებთ!“- წერს გიორგი ფხაკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

მამა, რომელიც თავის პატარა გოგოს საოცრად ბაძავს (ვიდეო)

​ძნელი საპოვნელია ადამიანი, ვისაც პატარები არ უყვარს. ისინი ძალიან საყვარლები და თავიანთი საოცარი მიმიკებით სასაცილოები არიან. 

სწორედ თავისი 7 თვის პატარას მიმიკების ნახვამ გადააწყვეტინა ჯოშს, ეს სასაცილო ვიდეო გადაეღო. ვიდეომ 6 დღეში 43 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.  

ნახეთ ვიდეო☝️


წაიკითხეთ სრულად