Baby Bag

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის პასუხი

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის პასუხი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ომიკრონის შტამით რეინფიცირების რისკების შესახებ ისაუბრა:

„სამი კვირის ინტერვალში ხელახლა დაინფიცირება, ალბათ, არარეალურია. ომიკრონის შემთხვევაში ჯერ ზუსტად არ ვიცით იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება, თუმცა სამი კვირა ნამდვილად არარეალურია. ახლა ზამთრის სეზონია. ზოგჯერ შეიძლება სხვა რომელიმე ვირუსი დაემართოს ადამიანს ხელახლა ორ-სამ კვირაში და პისიარი რჩებოდეს ისევ დადებითი.“

„თუ ვირუსების გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, რასაც ლუგარის ცენტრი აკეთებს, დაბეჯითებით თქმა, რომ ეს ხელახლა ომიკრონით ინფიცირებაა, შეუძლებელია. ​ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით. ვერსიას, რომ ვირუსი დასუსტდა და პანდემია დასასრულისკენ მიდის, აქვს არსებობის უფლება. ეს საიმედო ვერსიაა. შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი ბოლოს და ბოლოს, რადგან ვხედავთ რამდენი ადამიანი ინფიცირდება. ბოლომდე ამაზე დაყრდნობა, რომ ეს აუცილებლად პანდემიის დასასრულია, ძნელია, იმიტომ, რომ არსებობს ახალი შტამის მოვლენის რისკი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილად 2022 წელი იქნება პანდემიის დასასრული,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათ...
​ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობების შესახებ ისაუბრა:„საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვა...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვიტამინს სვამდა!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმეების შემთხვევაში A ვიტამინის მიღება ძალიან სახიფათოა!
ეს ვიტამინი ტერატოგენურია ანუ ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებას ხელს უშლის! 

ფეხმძიმობის პირველ თვეებში მისი მაღალ დოზებში მიღება შეიძლება დასრულდეს:
  • გულის მანკების განვითარებით;
  • თიმუსის არარსებობით;
  • სახის განვითარების დეფექტებით!
გთხოვთ, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ A ვიტამინს ან სხვა მედიკამენტს!,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 
წაიკითხეთ სრულად