კლინიკა „მზიური მედი“ ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების სახლში მართვის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს:
კოვიდ -19 (მათ შორის ომიკრონი) ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად და აბსოლუტურ უმრავლესობაში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. შესაძლებელია იმართოს სახლის პირობებში.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში
- ცხელება 46%
- ხველა 37%
- ჰაერის უკმარისობა 7%
კლინიკური ნიშნები 10-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში
- ცხელება 35%
- ხველა 41%
- ჰაერის უკმარისობა 16%
ცხელება სხეულის ტემპერატურის ნორმიდან მატებაა, სპეციფიკური ბიოლოგიური რეაქციაა, დაკავშირებულია და კონტროლდება ც.ნ.ს-ის მიერ.
სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურაა 35,7⁰C - 37,2⁰C (96.3- 98,6F), რაც ემყარება მე-19 საუკუნის კვლევებს.
სხეულის ტემპერატურა ცვალებადია ასაკის, დღე-ღამის ცირკადული რიტმის, მენსტრუალური ციკლის ფაზის, გარემო ტემპერატურის, დროისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით.
თანაფარდობა ფარენჰაიტსა და გრადუსს შორის:
C⁰ ( ცელსიუსი) = (tF⁰ - 32) × 5/9
F⁰ (ფარენჰაიტი) = 9/5 × (tC⁰+32)
ხველა, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ცნობილია, დამცველობითი რეაქციაა და იწვევს სასუნთქი გზების გათავისუფლებას უცხო სხეულის, რესპირაციული პათოგენებისა და ნახველისაგან. კოვიდის დროს, ძირითადად, მშრალია (ე.წ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი), საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. საკმარისია თბილი სითხეების მიღება. სუნთქვის გაძნელების, გახშირების ან კრუპის დროს აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება, ექიმთან კონსულტაცია და მათი გადაწყვეტილებით ბინაზე მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.
კოვიდის დროს დიარეის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობას აქვს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გაუწყლოება, რომელიც უნდა იმართოს ამბულატორიულად. დიარეის დროს ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება. გამართლებულია ძუძუთი კვება უფრო ხშირად და ხანგრძლივად. ყველა სხვა შემთხვევაში, რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს. ე.წ. ანტიდიარეული ფორმულებით ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია რძემჟავა ნარევების (მაწონი) გაზრდა კვებით რაციონში. საკვები პროდუქტების შეზღუდვა არ არის რეკომენდებული. წყურვილის მოთხოვნილების გაზრდის მიზნით (თუ არ არის რაიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ეს იზღუდება) შესაძლებელია, ერთჯერადად, მარილის შემცველობის პროდუქტების მიღება, მაგ.: მარილიანი ჩხირები.
გაუწყლოების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან:
თუ პაციენტის ზოგადი მდგომრეობა მძიმეა, გამოხატულია ცნობიერების მოშლა, ციანოზი, სითხის მიღების ან ძუძუს წოვის უნარის დაკარგვა, ლეთარგია, აგზნება, მიკროცირკულაციის მოშლა, სუნთქის გახშირება (0-2 თვემდე >60/წუთში, 2-დან 11 თვემდე >50/წუთში, 12 თვიდან 59 თვემდე >40/წუთში, 5 წლიდან >30/წუთში). საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ყველაფერი კარგად იქნება!
ავტორები:
პედიატრი მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე
ექიმი რეზიდენტი მარიამ ლაფერაშვილი