Baby Bag

„მე ვურჩევ ყველას, რომ ვირუსების პრევენციისთვის ყველანაირი საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ არა წყალბადის ზეჟანგი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„მე ვურჩევ ყველას, რომ ვირუსების პრევენციისთვის ყველანაირი საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ არა წყალბადის ზეჟანგი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ვირუსების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები თავიდანვე უნდა გავაკაჟოთ, რათა ვირუსებთან გამკლავება არ გაუჭირდეთ:

„თავიდანვე ბავშვის გაკაჟებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არის კიდევ ძალიან ბევრი ხალხური საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. არაჩვეულებრივია ნიორი, ხახვი, ჟოლო, ჯინჯერი, დარიჩინი, ცაცხვი. გვირილა. მ​ე არ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი შეაჩერებს ვირუსის რეპლიკაციას, მაგრამ ხელს შეუწყობს იმას, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან აგვარიდოს გართულებები.“

„მე ვურჩევ ყველას, რომ ყველანაირი გზა და საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ უსაფრთხო, არა წყალბადის ზეჟანგი. ეს რომ არ ავღნიშნო არაფრით არ შემიძლია. ბოლო პერიოდში მყავდა სამი ბავშვი, რომლებიც მოიყვანეს ცხვირ-ხახის ლორწოვანის დამწვრობით. ეს წარმოუდგენელია. ის არის ანტისეპტიკი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არაფერს აკეთებს. ამით შეიძლება გავწმინდოთ ტელეფონი, გავწმინდოთ რაღაც ზედაპირები. არსებობს სადეზინფექციო ხსნარები. გრიპის პერიოდში შევიძინოთ და მოვახდინოთ ზედაპირების გაწმენდა,“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„კვერცხის გული უნდა გაითქვიფოს და ბავშვს წავუსვათ ფეხისგულებზე. ტემპერატურა იკლებს ძალიან...
​პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა იმ ბუნებრივი საშუალებების და მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელიც მოავადე ბავშვთან შეგვიძლია გამოვიყენოთ. მისი თქმით, მსუბუქ შემთხვევებში ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, რწმენით შეხვდება განსაცდელს,“ - პატრიარქი ილია მეორე

„ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, რწმენით შეხვდება განსაცდელს,“ - პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებაში ადამიანის ცხოვრებაში განსაცდელების არსებობის შესახებ ისაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ შვილებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა შეხვდნენ განსაცდელს:

„ადამიანის სიცოცხლე არის დიდი საიდუმლო. ადამიანის ცხოვრება მოცულია სხვადასხვა განსაცდელით. ​ადამიანი მზად უნდა იყოს ამ განსაცდელის დასაძლევად. ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენი შვილების აღზრდის შესახებ, მათი განათლების შესახებ. მთავარი რაც არის, ჩვენ არ ვამზადებთ შვილებს ამ განსაცდელისთვის.“

„ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, ​რწმენით შეხვდება განსაცდელს,“- აღნიშნა პატრიარქმა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად