Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!“

„კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მედიკოსების მიერ ბევრი წამლის დანიშვნის შესახებ წერს.              

„გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ. კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს! 

არ უნდა გავწიროთ პაციენტები იმდენი მედიკამენტით, რომ მიღებული წამლების რაოდენობამ ვახშმის ფუნქცია შეითავსოს.

ჯერ ერთი, ასე პაციენტი ფინანსურად ზარალდება და მეორეც, წამლების ამ რაოდენობისგან და წამლებს შორის რეაქციისაგან პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად