,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სიყვარულის ენა არის ისეთი სითბო, რომელიც აგრესიას აჩერებს, რომელიც მთებს გადადგამს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სიყვარულის ენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარულის სხვადასხვა ტიპი არსებობს:
„სიყვარული მართლაც არის ურთულესი თემა. რაც ადამიანი არსებობს, არსებობს სიყვარული. არის სიყვარულის ტიპები, რომელიც შეიძლება ფსიქიკურ აშლილობას მიუახლოვდეს და ადამიანს მკურნალობაც დასჭირდეს. როდესაც ადამიანის ღირებულებათა სისტემაში ყველაზე მაღლა დგას ადამიანი, ის მას აუცილებლად მოიყოლებს. არ აქვს მნიშვნელობა შვილი იქნება, თუ დედა, ეს არის ღმერთის ადგილი. ეს არის ღმერთის ადგილი და მისი ადგილის დაკავება ადამიანით შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.“
მარინა კაჭარავას თქმით, სიყვარულის დროს ბევრი ნივთიერება გამოიყოფა:
„სიყვარულის დროს ბევრი ნივთიერება გამოიყოფა, სტრესის ჰორმონი, სიყვარულის მოლეკულა, რომელიც მუცელში პეპლებს იწვევს. სხვათა შორის, ამ ნივთიერების მიღება შოკოლადით და მარწყვით ხდება.“
„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს: მოსმენას, თვალის კონტაქტს, ემპათიას. ეს არის ისეთი სითბო, როგორც სიტყვაში, ასევე გამოხედვაში, რომელიც აგრესიას აჩერებს, რომელიც მთებს გადადგამს, ეს არის შეხება. ქრისტიანულ სიყვარულში არის მოთმინება, დათმობა. ის არ ბოროტობს, არ შურს, ენდობა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ადამიანური დრამის ბოლო სცენაზე რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.