,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები MomsEdu.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები. ყოველ ხუთშაბათს გაეცანით ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის, მარი ჯოხარიძის რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და შემდეგში სწორედ ამ საკითხებზე შემოგთავაზებთ ვიდეოებს.
პირველ თემად ფსიქოლოგი წარმოგიდგენთ - როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?
6 რეკომენდაცია მშობლებს:
არასდროს ჩაუტენოთ ბავშვს საკვები მისი ნების გარეშე
სანამ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვას შევთავაზებთ, დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს შეუძლია ამ საკვებთან შეხება და არ აღიზიანებს მისი სუნი
შევთავზაოთ ბავშვს, რომ ჩაერთოს კერძის მომზადების პროცესში, ეს მისთვის სახლისოც იქნება და შესაძლებლობასაც მივცემთ, რომ უკეთ შეისწავლოს ის
წავახალისოთ ბავშვი, რომ მოირგოს მშობლის როლი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი თამაშები, მაგალითად, თვითონ გადმოგვიღოს საკვები თეფშზე და თავად გაგვასინჯოს, ამით კვების პროცესი სახალისო და სასიამოვნო იქნება
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პარტნიორები ბავშვებთან კვების დროს. ჩვენც გავსინჯოთ საჭმელი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვმა ჭამოს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ეს სასურველი და გემრიელია
ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ მოთმინება. შესაძლოა, ბავშვი 10 ან 15 მცდელობის შემდეგ აღმოჩნდეს მზად, რომ ახალი საკვები გასინჯოს. ვეცადოთ, რომ ეს პროცესი ჩვენთვისაც სახალისო იყოს, მიუდექით მაქსიმალურად შემოქმედებითად და არ დანებდეთ.