,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დაფიქრებულხართ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავს?
თვითშემეცნება ეს არის ინდივიდის უნარი შეეძლოს ნათლად დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, ის გეხმარებათ გაიგოთ ვინ ხართ, რას აკეთებთ და რატომ ფიქრობთ ასე.
გთავაზობთ კითხვებს რომელზე გულწრფელი პასუხიც დაგეხმარებათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საკუთარ თავზე:
რა გავლენა გაქვთ სხვა ადამიანებზე?
რომელ გარემოში გრძნობთ თავს ყველაზე სრულყოფილად?(რეალიზებულად?)
როგორია თქვენი აზროვნების, გრძნობებისა და მოქმედებების თანმიმდევრულობა?
რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
რა კომპლიმენტის მიღება მინდა ყველაზე მეტად?
ბოლოს როდის ვიგრძენი სევდა? (რა მოხდა?)
რა თვისებები მომწონს სხვა ადამიანებში?
რას გააკეთებდი ცხოვრებაში წარმატების გარანტია რომ გქონდეს?
რა არის 3 ყველაზე დიდი მოვლენა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მჯერა მიმიყვანა იქ სადაც ახლა ვარ
რა აკეთებ ახლა? (რატომ?)
თვითშემეცნების პროცესში მნიშვნელოვანია აღიაროთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიიღოთ(ითხოვოთ) უკუკავშირი (ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოიცნოთ და შეცვალოთ ნებისმიერი არასწორი შეხედულება რომელიც დაამყარეთ საკუთარ თავზე).
ივარჯიშეთ ,,არა“- ს თქმაში.( ,,არა“ ს თქმამ შეიძლება არ მოგცეთ მყისიერი კმაყოფილება, არამედ გრძელვადიანი სარგებელი.)
გიყვარდეთ საკუთარი თავი და მიიღეთ იგი.
რა არის მიღება?
მაგალითად, მოცემულობაა, რომ წვიმს.
ვისურვებდი რომ არ წვიმდეს, ჩემი დღე უკეთესი იქნებოდა. კარგი იქნებოდა ვარჯიში რომ შემეძლოს და მზიანი ამინდი იყოს. (მიუღებლობა)