,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:
„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი.