ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის გარემო უნდა იყოს სულ ღიმილით სავსე, განსაკუთრებით დედის მხრიდან,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ჩვილ ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვმა, შესაძლოა, სიხარულის განცდის უნარი ახალშობილობიდანვე დაკარგოს:
„სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა ახალშობილობიდანაც კი იწყება. სულ რამოდენიმე თვის ბავშვზე ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: დედას დაავალეს, რომ როდესაც ბავშვს უცვლიდა, მას უნდა ჰქონოდა მკაცრი, მოღუშული, მოღრუბლული სახე. ეს რომ რამოდენიმეჯერ განმეორდა და დედა ბავშვთან შევიდა, ბავშვმა თავი განზე გასწია. მან დედას აღარ შეხედა. ეს იყო ოთხი-ხუთი თვის ბავშვი.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვის გარემო ღიმილით უნდა იყოს სავსე:
„ბავშვის გარემო უნდა იყოს სულ ღიმილით სავსე. ეს განსაკუთრებით უნდა იყოს დედის მხრიდან ან იმ აღმზრდელის მხრიდან, რომელიც ბავშვთან ურთიერთობს. საჭიროა, რომ ბავშვს ღიმილი, სითბო, კეთილგანწყობა, თბილი საალერსო სიტყვები ჰქონდეს, განსაკუთრებით ბიოლოგიური დედისგან.“
„ცნობილი ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი ამბობს, რომ წლისა და რვა თვის ასაკამდე იმის მიხედვით, თუ როგორია დედის ან აღმზრდელის დამოკიდებულება ბავშვთან, ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა ან უნდობლობა. თუ სითბოს ნაკლებობაა, თუ ღიმილის ნაკლებობაა, თუ ხმის ტემბრი არ არის ალერსის გამომხატველი, ყალიბდება სამყაროს მიმართ უნდობლობა. ეს სიცოცხლის ბოლომდე ადამიანის საბაზისო მდგომარეობაა. მერე ვინ იცის, რამდენი რამ სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ხალისი დაუბრუნდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.