ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აკნესთან არაფერ შუაში არ არის კვება. ცხიმის სიჭარბე არ არის განპირობებული ცხიმიანი საკვებით,“ - დერმატოლოგი სოსო კობახიძე
დერმატოლოგმა სოსო კობახიძემ აკნეს პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა და ის მითები დაასახელა, რომელიც ამ პრობლემის შესახებ ვრცელდება:
„აკნე არის ანთებითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცხიმოვან ჯირკვლებში. ჰორმონ დამოკიდებული ცხიმოვანი ჯირკვლები მდებარეობს მკერდამდე, ზურგზე და სახეზე. ეს არ არის არც ფეხზე, არც მუცელზე და ა.შ. აკნეს ვუწოდებთ ჩვენ ვულგარულ აკნეს. ვულგარული ცუდს არაფერს არ ნიშნავს. ეს მორჩენადი დაავადებაა, რასაკვირველია.“
სოსო კობახიძის თქმით, 15 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85%-ს აკნე აწუხებს:
„15 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85%-ს აკნე აწუხებს. ეს დამოკიდებულია ტესტოსტერონის დონეზე. ჩვენ, როგორც სამხრეთის ქვეყანა ტესტოსტერონის ნაკლებობას არ ვუჩივით. ტესტოსტერონი რომ მეტია, ის ააქტიურებს ჯირკვალს, წარმოიქმნება საცობი და ეს არის დაცობილი ჯირკვლის ანთება. აქ არაფერ შუაში არ არის ბევრი ის ფაქტორი, რომელიც გავრცელებული მითებია. არაფერ შუაში არ არის კვება. ცხიმის სიჭარბე არ არის განპირობებული ცხიმიანი საკვებით.“
„წონამ რომ აკნე გამოიწვიოს, ასეთი რამ არ არსებობს. რაც არ უნდა ჭარბი წონა ჰქონდეს ადამიანს, იმას არანაირი აკნე არ ექნება. აკნე შეიძლება გააღრმავოს არასწორმა რჩევებმა და არასწორმა მკურნალობამ. პირველი არასწორი რჩევა არის ხოლმე, რომ ამოვიღოთ. ამაში ერთვება დედა, მეზობელი. ჯირკვალს ვერ ამოიღებთ. კოსმეტოლოგებიც ერევიან სპეციალური კოვზებით. ამან იმ წუთში შეიძლება დადებითი ეფექტი მოგცეს, მაგრამ ჯირკვალს რომ გააღიზიანებ, გამომუშავება გაიზრდება და ორჯერ უარეს შედეგს იღებ,“ - აღნიშნულ საკითხზე სოსო კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.