ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი დამაშორებელი კი არ უნდა იყოს წყვილისთვის, პირიქით, დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილების ურთიერთობაში არსებული კრიზისების შესახებ ისაუბრა:
„როდესაც ჩნდება ბავშვი, დედა დისტანცირდება მამისგან. მამები, ნახევრად სერიოზულად რომ ვთქვა, ეჭვიანობენ ბავშვებზე. ამას ვერ ამბობენ, იმიტომ, რომ იციან, სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ თითქოს მამამ თავისი ადგილი დაკარგა. გაჩნდა პატარა ადამიანი, რომელმაც გასწია ის გვერდით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობა. ბავშვი დამაშორებელი კი არ უნდა იყოს წყვილისთვის, პირიქით, დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი.
ბავშვს არ აქვს ის ფუნქცია, რომ შენ ჩემგან არ გაიქცე და დაგიჭირო. ასეთ შემთხვევაში იტვირთება ეს პროგრამა და მერე მთელი ცხოვრება ეს ადამიანი გამშველებელია. გინახავთ, ალბათ, ასეთი ადამიანები, სულ რომ შუაშია. ეს არის ჩატვირთული პროგრამა. ბავშვი გაჩენის შემდეგ კრიზისი შეიძლება იყოს ფინანსური, შესაძლოა, იყოს ეჭვიანობა, რომელიც თუ პარანოიდალურია, შეუძლებელია ამის დატევა და მოთმენა.
გაუთავებელი ბრალდება, ჭკუის დარიგება და კრიტიკა - ეს სამი რამე არ უნდა იყოს. არსებობს 100 100-ზე ტექნიკა. მე და თქვენ რომ ვიჩხუბოთ, მე თუ მოვალ და გეტყვით, რომ მე 100%-ით ვაცნობიერებ ჩემს წილს და ბრალს, გთხოვ, მაპატიო, ჩემი 100 % „გაიძულებს,“ რომ შენც აიღო შენი 100% საკუთარ თავზე, ეს უკან გახევინებს,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.