ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ ბავშვს აქვს ისტერიკა ბაღთან დაკავშირებით და არაფერი არ შველის, მოვიცადოთ და მოგვიანებით მივიყვანოთ,“ - ირინა ტაბუციძე
ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ მორცხვ ბავშვებთან ეფექტიანი მიდგომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელოვნური ჩარევა და ბავშვისთვის სოციალურ აქტივობაში ჩართვის იძულება არ შეიძლება:
„თუ ბავშვი მორცხვია, ჩაკეტილია, ეს ხშირად ემართებათ ისეთი მშობლების შვილებს, რომლებიც თავად არიან ძალიან გახსნილები, ხოლო ბავშვობაში იყვნენ მორცხვები. აქ რამის ძალით კეთება და ხელოვნურად ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზოგადად ითვლება, რომ ბავშვის მორცხვობა დაკავშირებულია მის დაბალ თვითშეფასებასთან.“
ირინა ტაბუციძის თქმით, ბავშვის დაბალი თვითშეფასება ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული:
„ბავშვის დაბალ თვითშეფასებას იწვევს მშობლის არასაკმარისი სითბო, არასაკმარისი შექება, არასაკმარისი პატივისცემა და მისთვის არასაკმარისი დროის გამოყოფა. ძალიან ბევრი ფაქტორი დგას ამის უკან. ბავშვი არის სახე იმ ურთიერთობების, რასაც თქვენ ასწავლით ბავშვს. სანამ ბავშვს მოვთხოვთ პასუხს, კითხვები დავსვათ, რა ხდება მშობელთან.“
„თუ ატყობთ, რომ ბავშვს აქვს განსაკუთრებულად გამოხატული ისტერიკა ბაღთან დაკავშირებით, ან ბაღს ვუცვლით, ან ვარკვევთ, რა ხდება შიგნით. თუ არაფერი არ შველის ბავშვს, არ უნდა ატაროთ ერთი წელი. ამ შემთხვევაში მოვიცადოთ და ცოტა მოგვიანებით მივიყვანოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.