ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ტყუილები არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვებს უგებენ“ - შალვა ამონაშვილი
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა შვილი ატყუებს? - აღნიშნულ თემაზე აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა.
მისი თქმით, ტყუილები არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვებს უგებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს არა აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს:
,,ტყუილი რა არის თავისთავად? - ტყუილის დროს მე ფარდას ვუშვებ იმ სიმართლესა და შენ შორის, რამაც შეიძლება ჩემზე გავლენა იქონიოს. თუ ფარდა ჩამოვუშვი და ლამაზი ფარდაა, დამშვიდდება დედა, დამშვიდდება ყველა და მე არაფერი დამემართება. ეს ყველაფერი ბავშვმა უკვე განიცადა და გაიგო. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, არ შევუქმნათ ბავშვს ფარდის ჩამოშვების აუცილებლობა. როდესღაც პატარამ იგრძნო, დედას რომ მართალი უთხრა, იმიტომ გაბრაზდა, დასაჯა, საყვარელი ნივთი წაართვა, არ გაუშვა, გაებუტა და სხვა. ეს რადგან არ უნდა ბავშვს, ამიტომ ფარდებს უშვებს სულ. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ნიჭიერებაც არის. სხვათაშორის ბევრი ნაწარმოები მართალია? ტყუილიაო არ ვიტყვით, ფანტაზიას დავარქმევთ. ამრიგად, ბავშვსაც უნდა დავუფასოთ ეს და ფანტაზიად მივიღოთ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები რის გამო, რას ამბობს ბავშვი და ის მიზეზი თუ მოუხსენი, მაშინ უბრალოდ იფანტაზიორებს. ეს არა მარტო უმცროს ასაკში, მერე როცა იზრდებიან, მაშინ სჭირდებათ ხოლმე ტყუილები. აი, მერე გადაიქცევა ფანტაზია ტყუილებად, თუ თავში ვასწავლეთ. ჩვენი ბავშვობა ჩვენი ფესვებია, ბავშვობა არ არის ისტორია, რომ ვიქავი იქ, დაიხურა ის წიგნი და ახლა სხვა ვარ. როგორი ბავშვობაც გვქონდა, ის ფესვები გვავითარებენ ჩვენ. დედის მთავარი საზრუნავია, რომ ეს ფესვები იყოს ზნეობრივად ჯანსაღი, მიმართოს სიკეთისკენ და ალვის ხე გაიზრდება, რუსთაველი რომ შენატროდა ისეთი ალვის ხე.''