ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დაძინებამდე ლოგინში გატარებული დრო სასურველია, არ აღემატებოდეს ნახევარ საათს,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვის მარტივად ჩაძინებისთვის საჭირო წესების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ყოველდღიური აქტივობის ნებისმიერი დეტალი, ბანალური ფიზიკური თამაშებიდან დაწყებული ციფრული ტექნოლოგიებით დამთავრებული, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს ძილის ნორმალურ რეჟიმში, ყველაფერმა ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს რეჟიმის დარღვევაზე. სასურველია, რომ ძილის წინ შევზღუდოთ ფიზიკური აქტივობა, ველოსიპედი, ბურთით თამაში, დაჭერობანა, დამალობანა არ არის სასარგებლო ძილის წინ.“
თამარ ედიბერიძის თქმით, ძილის წინ ინტენსიური ემოციები საჭირო არ არის:
„ძილის წინ სასარგებლო არ არის ინტენსიური ემოციები. ახალი სათამაშო, სიურპრიზები მაქსიმალურად შევინახოთ გაღვიძებისთვის. დღის პირველ ნახევარში შეგვიძლია ყირაზე გადავიდეთ, მაქსიმალურად დავხარჯოთ ენერგია, მაგრამ დაძინებამდე ორი საათით ადრე ინტენსიურად ხტუნვა, სირბილი, ჰაერში აბურთავება არ უნდა იყოს. ჩავუწიოთ ტელევიზორის ხმას, ან გამოვრთოთ. პლასტელინი, ძერწვა, ხატვა, გაფერადება ძალიან სასარგებლო აქტივობებია ძილის წინ ჩასატარებლად. ვიწყებთ სიმბოლურად თოჯინების დაძინებას, სათამაშოების ალაგებას, იმიტომ, რომ დათუნიებმა უნდა დაიძინონ.“
„საწოლში რომ განვმარტოვდებით ბავშვთან ერთად, რომელიმე მისთვის ნაცნობი ზღაპარი, ერთი-ორი-სამიც შეიძლება. დაძინებამდე ლოგინში გატარებული დრო სასურველია, არ აღემატებოდეს ნახევარ საათს. 20 წუთი არის ყველაზე ოპტიმალური,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.