ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?
რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ბავშვებმა ეკრანთან? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია საუბრობს.
,,2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის მაქსიმალური დრო ერთ საათი უნდა იყოს. პრაქტიკას რომ დავაკვირდეთ, მე მინახავს მაღაზიაში დედა-შვილი, როდესაც დედა არჩევს შვილისთვის ტანსაცმელს და ბავშვისთვის მიცემული აქვს ტელეფონი, რათა გაჩუმდეს. მაგალითად, ბავშვი ჭამს და წინ უდევს ტელეფონი, პასიურად აძლევენ საკვებს, ამ დროს ბავშვი არ აქცევს ყურადღებას რას ჭამს - ძალიან ცუდია და ამაზე კომპრომისული პასუხი არ მაქვს, არ უნდა გააკეთოთ ეს.
სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციაზე ანუ კოგნიტურ-შემეცნებით ფუნქციებზე ახდენს ძალიან უარყოფით ზეგავლენას. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვი ჩართულია იმაში, რასაც უყურებს, მაგრამ ეს არ არის ჩართულობა, ეს არის გათიშული ტვინი, რომელიც უყურებს ეკრანს. ამ პროცესში თავი ტვინის განვითარება აქტიურად არ მიმდინარეობს,'' - დასძინა ცირა ბარქაიამ.