ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„წავიდა ის დრო, როდესაც სიცხიან ბავშვს საფენებს ვადებდით, შეიძლება ამან პირიქით პრობლემები შეგვიქმნას,“ - ნუგზარ უბერი
პროფესორმა ნუგზარ უბერმა ბავშვებში მაღალი ტემპერატურის მართვის სწორი მეთოდების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„38,5 ტემპერატურამდე სიცხის დამწევი არ არის რეკომენდებული. ეს არის კლასიკური წინადადება, თუმცა ამის მიღმა იმალება პრობლემები. როდესაც 38-ნახევარზე აძლევ დამწევს და სიცხე მაღლა მიდის, ამ დროს აუცილებელია ბავშვის გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც სტაციონარში სიცხე არ ექვემდებარება სიცხის დამწევს. ძალიან ხშირად მშობლებმა იციან თქმა, რომ გადასხმა გაუკეთეს ბავშვს ან მოდიან, გეუბნებიან: „ექიმო, გადასხმაზე წავიყვან.“ თუ ბავშვი სითხეს არ იღებს, საკვები არ მიიღო, მოითენთა, მივარდა, აღებინებს, რასაკვირველია, მას სტაციონარი სჭირდება. იქ ექიმი გადაწყვეტს, რა გადასხმა სჭირდება ბავშვს.“
ნუგზარ უბერის თქმით, ზოგიერთი ბავშვი 40 გრადუს ტემპერატურასაც იტანს, თუმცა ეს დროებითია და საყურადღებო:
„ხანდახან 40 გრადუსიან ბავშვთანაც მივსულვარ, რომელიც დახტის, დარბის, კედელზე დადის. 40 გრადუსი აქვს ბავშვს სიცხე და ამ სიცხეს კარგად იტანს. სხვა ამბავია, რამდენ ხანს აიტანს ამ სიცხეს ბავშვი. ამ მაღალი სიცხის დროს ოთხით ხშირდება სუნთქვა, ათით ხშირდება გულისცემა. პატარა ორგანიზმის რესურსი ამოუწურავი არ არის.“
„ბევრჯერ დამიჭერია, რომ მშობელი ამბობს: ვერ დავალევინე სიცხის დამწევი ბავშვს. დედას ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს თავისი ექიმისგან: თუ ბავშვმა ვერ დალია სიცხის დამწევი, მაშინ გამოიყენოს სანთელი. თუ სანთელიც ვერ გამოიყენა, მაშინ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს. წავიდა ის დრო, როდესაც სიცხიან ბავშვს საფენებს ვადებდით, ძმრიან წინდებს ვაცმევდით, აღმოჩნდა, რომ ეს არაეფექტიანია, შეიძლება ამან პირიქით პრობლემები შეგვიქმნას,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნუგზარ უბერმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.