ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს საოცარი იაპონური ფილმია მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე,“ - ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ შვილების მიერ მშობლების მიმართ პატივისცემის გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლების პატივისცემა მარადიული, უცვლელი მცნებაა:
„მე ყურადღებას გავამახვილებ ბიბლიურ ათ მცნებაზე. ექვსი მცნება არის ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. მეხუთე მცნება არის, რომ პატივი სცე მამასა და დედასა შენსა. მემკვიდრეობითობის ტარება არის უწყვეტობა განვითარებაში. ეს მემკვიდრეობითობა ეპოქის შესაბამისად სხვადასხვა ფორმით ვლინდება „პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა" - ეს არის მარადიული! ეს პატივისცემა ერთად თანაცხოვრებით იქნება თუ ცალ-ცალკე, ერთ ქალაქში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეპოქა როგორც განაპირობებს და ითხოვს, ეს იქიდან გამომდინარეობს. მთავარია, რომ ეს მცნება შენარჩუნებული იყოს.“
ნანა ჩაჩუას თქმით, 64 წლიდან ადამიანი განვლილ ცხოვრებას თავისი ცხოვრების შედეგებით აფასებს:
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ერიკ ერიკსონის ფსიქო-სოციალური კრიზისების შესახებ. 64 წლის ასაკიდან ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების შედეგებით თავისი თავისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ეს დამოკიდებულება იმის მიხედვით განიცდება ჩვენში, თუ როგორი იქნება ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ჩვენი საქმიანობის შედეგი. როგორ მომმართავენ, როგორია ღვაწლი, რომელიც მე ჩამიდვია. ეს არის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ეძღვნება შვილს, შვილიშვილს.“
„არის ასეთი იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე,“ საოცარი ფილმია. იქ ტრადიციაში არის, რომ შვილს აჰყავს მშობელი მთაზე და ტოვებს. ეს იქ მშობლის უპატივცემულობას არ ნიშნავს. ამას ითვალისწინებს ტრადიცია. ყველა კულტურაში გარკვეული დამოკიდებულებაა მხცოვანი ადამიანის მიმართ,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ „რადიო იმედის“ ეთერში ისაუბრა.