ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რომელია ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის საუკეთესო პროდუქტები? - პედიატრ ნინო თოთაძის რეკომენდაციები მშობლებს
პედიატრმა ნინო თოთაძემ იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვი სიმაღლეში ზრდას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. მისი თქმით, არსებობს რამოდენიმე განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც უშუალო ზეგავლენას ახდენს სიმაღლეში ზრდაზე:
ნინო თოთაძემ აღნიშნა, რომ სიმაღლეში ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროდუქტი სტაფილოა:
„უმნიშვნელოვანესია სტაფილო, რომელიც A ვიტამინით ძალიან მდიდარია. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვისაუბროთ, რომ მხოლოდ კოქტეილი იყოს. ეს შეიძლება იყოს ცოცხლად მისაღები პროდუქტიც, როგორებიცაა: სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი. მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტი არის რძე და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით იოგურტი. ასევე გარკვეულწილად მნიშვნელოვანია მარცვლეულიც. ძირითადად ამ პროდუქტებიდან უნდა მოხდეს ვიტამინების ათვისება. განსაკუთრებით D ვიტამინი ბავშვმა უნდა მიიღოს რძის პროდუქტებიდან.“
ნინო თოთაძემ ხაზი გაუსვა ხილისა და ბოსტნეულის მიღების აუცილებლობას ბავშვის სიმაღლეში ნორმალური ზრდისთვის:
„უმნიშვნელოვანესია სხვა ყველა ვიტამინის შემადგენლობა ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით მიიღოს ბავშვმა. ასევე მნიშვნელოვანია ბურღულეული. არ უნდა გამოგვრჩეს პროწეულიც. ეს ყველაფერი არის ზამთრის არაჩვეულებრივი ხილი. სასურველია ეს პროდუქტები ყოველდღიურად მიიღონ. ის მითი, რომ აუცილებლად მხოლოდ სტაფილოს და ჭარხლის კოქტეილი დაგვეხმარება ზრდაში, არ არის სწორი. ეს მითია. განსაკუთრებით დადებითი პროდუქტია სტაფილო. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს, თუ რამდენად კარგ ნიადაგზეა მოყვანილი. დამერწმუნეთ, თუ მას ცოცხლადაც მივიღებთ ყოველდღიურად, ის იმავეს შეძლებს.“
„რაც შეეხება დოზირებას, უმნიშვნელოვანესია პროდუქტი არ იყოს დღეში რამდენჯერმე მიღებული. ულუფები სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. კოქტეილი უნდა იყოს 100-150 მილილიტრამდე. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოქტეული აუცილებლად მიღების წინ უნდა იყოს დამზადებული,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.