ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მოსწავლეების საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და სოფლად,“ - განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე
განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ დადგეგმილი ერთობლივი კვლევის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კოვიდ-19-ის გავრცელების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება სწავლის საკლასო ოთახებში განახლება:
„ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ყოველდღიური მუშაობის საფუძველზე, არსებობს მოლოდინი, რომ ოთხ ოქტომბრამდე დაიწევს ინფიცირების მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ დინამიკაში, რომ ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ორ უწყებას შორის თანამშრომლობით იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და სოფლად. მოხდება იდენტიფიცირება იმ სოფლების, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის ოთხ პროცენტზე დაბალი. ამ კვლევის შედეგები უნდა წარმოადგინონ სწორედ სექტემბრის ბოლოს. არის მოლოდინი, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა არ გააგრძელებს პროცესს დისტანციურად. არის დაშვება იმისა, რომ გარკვეული მოსწავლეები დაბრუნდნენ სასწავლო ოთახებში.“
ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების საკითხი:
„ბავშვებში ხდება ამ ინფექციის გავრცელება. ჩვენ დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველა ნაბიჯს დგამს. შესწავლილი გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, გარემო, ტექნიკის მდგომარეობა. ყველა ამ გათვლასთან ერთად დაიწყება კვლევა. გვინდა მივცეთ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.“
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ განათლება მიიღოს სასწავლო ოთახში. ეს არის პირველი ამოცანა, რომელსაც აყენებს განათლების სისტემა. თუ მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სკოლის ტექნიკური პერსონალის 80 % იქნება აცრილი, ეს მოსწავლეებს ვერ დაიცავს. შესაძლებელია, მოსწავლემ მოიტანოს და მან გაავრცელოს ინფექცია სკოლებში. ჩვენ გვინდა თემში შემცირდეს პროცენტული მაჩვენებელი და ამის შემდეგ მივცეთ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.