Baby Bag

,,როგორც მცენარის მარცვალი ვერ განვითარდება მზის სხივების გარეშე, ბავშვი ვერ განვითარდება სიყვარულის ატმოსფეროს გარეშე''

პაატა ამონაშვილი საუბრობს სიყვარულის ატმოსფეროზე. ბავშვი იზრდება ისეთად, როგორ გარემოშიც ვითარდება ის. ,,ბავშვი არის ჩვენი სარკე" - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი ​მცოდნ​ე დედები​

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებში დედასთან ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ წლებს და პირველ თვეებს დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.“

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად