Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როცა ქალს შვილად უნდა გოგონა, ეს არის წინასწარი მესიჯი, რომ მას სურს, თავიდან დაიბადოს''

,,როცა ქალს შვილად უნდა გოგონა, ეს არის წინასწარი მესიჯი, რომ მას სურს, თავიდან დაიბადოს''

,,როცა ქალს შვილად უნდა გოგონა, ეს არის წინასწარი მესიჯი, რომ მას სურს, თავიდან დაიბადოს'' - აღნიშნა ფსიქოლოგმა ხათუნა გოგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''. 

მისი თქმით, დედას უნდა რომ თავიდან იცხოვროს, ის აიგივებს საკუთარ თავს იმ შვილთან, რომელიც დაიბადება. 

ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად