Baby Bag

გიფიქრიათ თუ არა, რომ უწყინარი ლოყაზე ჩქმეტაც ბავშვისთვის პირადი სივრცის დარღვევას ნიშნავს? - ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

გიფიქრიათ თუ არა, რომ უწყინარი ლოყაზე ჩქმეტაც ბავშვისთვის პირადი სივრცის დარღვევას ნიშნავს? - ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

გიფიქრიათ, რომ უწყინარი ლოყაზე ჩქმეტა, რომ არაფერი ვთქვათ უცხო პირის კალთაში ჩაჯდომაზე, ბავშვისთვის პირადი სივრცის დარღვევას ნიშნავს? რა საფრთხე იმალება ბავშვების მოშიშვლებული ფოტოების მიღმა, რომლებსაც თავად მშობლები თამამად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში. ამ აქტუალურ თემებზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი საუბრობს. ნახეთ ​გადაცემა და გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მშობლებს, დაიცვათ თქვენი შვილი ნებისმიერი სახის ძალადობისაგან.

გადაცემა იხილეთ ბმულზე - ქეთი მესხიშვილის რეკომენდაციები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებმა არ იციან, როგორ აღზარდონ შვილები, ადამიანის აღზრდა ძალიან რთულია,“ - ჟაკ ფრესკო

ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.

ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.

ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად