Baby Bag

10 რჩევა, რომელიც ბავშვის კიბერბულინგისგან დაცვაში დაგეხმარებათ

10 რჩევა, რომელიც ბავშვის კიბერბულინგისგან დაცვაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიური წინსვლის პირობებში, შვილის აღზრდა ბევრ სირთულეს დაუკავშირდა. ბავშვები სახლში თამაშსა და ფიზიკურ აქტივობას სმარტფონების გამოყენებას ამჯობინებენ, რის გამოც კიბერბულინგი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.


1. დაუწესეთ ბავშვებს კომპიუტერით სარგებლობის ლიმიტი და აკონტროლეთ მათი ინტერნეტთან წვდომა


მშობლები აუცილებლად უნდა აკონტროლებდნენ თუ რომელ მედიასაშუალებებთან ან გასართობ სიატებთან მიუწდებათ ბავშვებს ხელი. ეს ერთი მხრივ, დაგეხმარებათ, მეტი შეიტყოთ მათ ჰობიზე, ინტერესებზე. ასევე, კარგი იქნება თუ კომპიუტერებს გამოიტანთ ბავშვების საძინებლიდან და საერთო გამოყენების ნივთად აქცევთ. ასე უფრო მარტივად შეგეძლებათ აკონტროლოთ ბავშვის წვდომა ინტერენტთან.

2. გამოიყენეთ სოციალური მედიის პლატფორმები ჯანსაღად

მნიშვნელოვანია, რომ უპირველესად მშობელი იცნობდეს სოციალური მედიის დადებით და უარყოფით მხარეებს. ამის შემდეგ აუცილებელია საკუთარი ცოდნა შვილებსაც გაუზიაროთ და აუხსნათ, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს იგი.

3. ბავშვებთან მუდმივი და ღია კომუნიკაცია აუცილებელია

მნიშვნელოვანია ბავშვებს ღიად ესაუბროთ ონლაინსივრცეზე, მისი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე, თუ რა საფრთხეს შეიცავს ტექნოლოგიური პრივილეგიების ბოროტად გამოყენება და რა ზიანის მომტანია ადამიანებისთვის.

4. მნიშვენლოვანია გქონდეთ შესაფერისი რეაგირება კიბერბულინგზე

ონლაინსივრცეში გამოვლენილი აგრესია ძალიან უარყოფითად მოქმედებს, როგორც ბავშვების, ისე ზრდასრული ადამიანების ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბულინგზე პასუხი ჯანსაღი და რაციონალური იყოს. თქვენ უნდა შეგეძლოთ პასუხის გარეშე დატოვოთ აგრესიული ხასიათის შეტყობინებები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება, რადგან „შურისძიება“ კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს და წარმოშობს ბულინგის ახალ კერას უკვე თქვენი მონაწილეობით.

5. გააანალიზეთ კიბერბულინგის უარყოფითი ეფექტები

მუდმივად სოციალური მედიაში „ქექვისა“ და უსარგებლო შეტყობინებების კითხვის ნაცვლად, კარგი იქნება თუ გაიცნობთ ახალ ადამიანებს, შეხვდებით მეგობრებს და ისაუბრებთ სიანტერესო თემებზე. სასურველია თუ თქვენი საუბრის საგანი კიბერბულინგისგან მოზარდების დაცვაც იქნება.

6. ჩართეთ ბავშვები საზოგადოებრივ საქმიანობებში

აუხსენით ბავშვებს, რომ რეალური ცხოვრება ვირტუალური სამყაროს მიღმაა. დღეს მშობლები ცდილობენ შვილები ყველა თანამედროვე რესურსით უზრუნველყონ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ბავშები სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში.

7. პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მსოფლიოში უამრავ ადამიანს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამ რესურსის შუეზღუდავად გამოყენების უფლება. სწორედ ამიტომ ხშირია მუქარა უმეტესად მოზარდების მიმართ. იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო შემთხვევა თავიდან აიცილოთ, ესაუბრეთ ბავშვებს მათ უფლებებზე და პირად უსაფრთხოებაზე.

8. თამამად ისაუბრეთ კიბერბულინგზე


ძალიან ბევრი ადამიანი არ ასაჯაროვებს კიბერბულინგის შემთხვევებს, მუქარის შემცველ წერილებს და ა.შ, რადგან ფიქრობენ, რომ საფრთხე მათსავე რეპუტაციას ექმნება. მნიშვნელოვანია, რომ გამოიჩინოთ სიმამაცე და ღიად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

9. სასწრაფოდ იმოქმედეთ

როდესაც შვილს ან უბრალოდ ახლობელს შეატყობთ, რომ მასთან ყველაფერი რიგზე არ არის, აუცილებლად გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაინტერესდით მომხდარით, რადგან საქმე შესაძლოა, კიბერბულინგთან გვქონდეს. ხშირად მოზარდები ვერავის ესაუბრებიან მუქარის შემცველი წერილების შესახებ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მეგობრული ურთიერთობის ქონა.

10. იყავით მაგალითი თქვენი შვილისთვის


თქვენი ქცევები ბავშვის ქვეცნობიერში ზედმიწევნით აისახება. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ მაქსიმალური სიფრთხილით შეარჩიოთ ნებისმიერი ქმედება. ასწავლეთ ბავშვებს მარტივი სიბრძნე: „არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ.“

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით
ავტორი: მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ