Baby Bag

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ არ მიმართლებს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ არ მიმართლებს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ადამიანის იღბალთან არასწორ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი. „ცუდი ბედი აქვს, ეს სხვისი ბრალია, გარემოს ბრალია, ვიღაცას რომ ეს ექნა, ამას ეს არ მოუვიდოდა.“ „არ მიმართლებს!“ - ეს თუ ადამიანმა დაირქვა სათაურად, ის უკვე მართლა იკრავს ამ ფაქტებს. ის ამ სათაურის ქვეშ შემოყრის ამ ფაქტებს და სათაურად ხდება: „წაგებული, წარუმატებელი.“ ეს ისეთი „კომფორტის ზონაა,“ რომ მას აქედან გამოსვლა აღარ უნდა. რას ვგულისხმობ ამაში? პასუხისმგებლობა ნულია. გამართლება ხდება სიზარმაცის. სიზარმაცეც ხომ შიშია, წარუმატებლობის შიში. რატომ უნდა ვიყო ზარმაცი? ე.ი. მეშინია, რომ გავაკეთო მაინც არ გამომივა.

ერთია პერფექციონისტული აღზრდა, რომ რაღაც უმაღლეს მწვერვალს უნდა გადაახტე, ყველაზე უკეთესი უნდა იყო. ეს პერფექციონიზმი მშობლებისგან რომ მოდის, ძალიან ანევროზებს ბავშვებს. ხშირად მინახავს, ბავშვი სიმღერაზე დაჰყავთ და სცენაზე გამოსვლის დროს ხმა უწყდება. მას მონაცემები აქვს და ამაზე ამუნათებენ, რომ „რა მოგივიდა? ეს როგორ დაგემართა?“ ბავშვს საერთოდ სძულდება სიმღერაც, სცენაც და ყველაფერი. ის თუ ბავშვისთვის მატრავმირებელია, რად უნდა ეგეთი სიმღერა? სიმღერა მისთვის ხომ უნდა იყოს სიამოვნების მომგვრელი? ბავშვს მოდუნება უნდა ვასწავლოთ. სულ დაძაბულობაა,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივა­ნიშ­ვილსა და ნანუკა გუდავაძეს 29 ნოემბერს ვაჟი შეეძინათ. ახალშობილს ბერუკა დაარქვეს. შვილის ფოტო ბერა ივანიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა წარწერით „ბერუკა ივანიშვილი 29/11/19 💙“.


ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 2018 წლის 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

წაიკითხეთ სრულად