უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს დღისით ყველას უნდა ეძინებოდეს... ძალით ვერ დააძინებ ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც დღისით არ იძინებენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს:
„დღისით ვიღაც ბავშვები არ იძინებენ. არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს ყველას უნდა ეძინებოდეს, ან არ ეძინებოდეს. ძალით ვერ დააძინებ და ვერ გააღვიძებ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ხვანცალებს, არ უნდა და არ იძინებს, ვანებებთ თავს. თუ გაძლო 10 საათამდე, არ არის პრობლემა.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს:
„ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს. როგორც წესი, ბავშვები იღვიძებენ წყალზე. ვიღაცას ჩვევა აქვს, რომ მაწონი უნდა შეჭამოს ან რძე უნდა დალიოს. სხვანაირად ვერ იძინებს ბავშვი. ეს იმიტომ ხდება, რომ უსაფრთხოების განცდა არ აქვს ბავშვს. ისევ მივდივართ შფოთვასთან. რაც უფრო მაღალი აქვს ბავშვს შფოთვა, ეს კავშირშია ძილის პრობლემასთან.“
„ბავშვი ჩვენი ოთახიდან გარეთ გაგდებული არ უნდა გვყავდეს. ის ჯერ ჩვენს ოთახში უნდა იყოს და მერე ნელ-ნელა გადავიდეს თავის ოთახში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.