თბილისში,
„ტრიალებს დედამიწა მასზე დატეული ცოდვა-მადლით! ტრიალებს, რა ქნას, ვერ გაჩერდება, დროს ვერ გააჩერებს, დროს, რომელიც დღითიდღე გაუსაძლისი ხდება!
ვისთვის სიხარულია და არც მოშლოდეთ, ჩემთვის ტკივილია მარტი მრავალგზის და წელსაც გადაშავდა, დაითალხა გაზაფხულის დასაწყისი! ვერა და ვერ გამოვედი გლოვიდან!
ცას მიდიან გოგო-ბიჭები! ზოგიც ნებით და ზოგიც - უნებურად კარგები გაჰყავსო უფალს, მზის სხივს ედევნებიანო, ცას მიდიანო...
მოგვიმრავლდნენ ცასწავალები ნებით თუ უნებურად...
უბედურდებიან დედები, აუბედურებენ შვილები და კიდევ მეტად სხვისი შვილები, ცოდვას იდებენ სამისდღემჩიოს...
ვერავინ, ვერავინ გაიზიარებს დედის ტკივილს ამ დროს, არავის ძალუძს ამის გაზიარება, თუ გამოცდილი არ გაქვს!
ვერც ნუგეშისცემას შეძლებს ვერავინ, შვილმკვდარი დედაც კი, რადგან ასეთ დროს ყველა სიტყვა ძალას კარგავს, მაგრამ სიცოცხლე თავისას ითხოვს, მიცვალებულის სული თავისას და სანამ ამქვეყნად ყოფნის დრო არ ამოგვეწურება, უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არაა, სხვა ხსნა არაა!
ჩვენ, კლასელები სულშეძრულნი ვართ, ეს დღეები Nato Jafaridze-ს წუხილს ვწუხვართ, კიდევ ერთ გაუბედურებულ დედას დავტირით შვილის ცხედარს რომ ვერ შელევია! სალომე ლომთათიძის შეწყვეტილ სიცოცხლეს ვტირით დედასთან ერთად!
ჩვენი ყველაზე მხიარული, უბოროტო და უწყინარი მეგობრის სახეზე ღიმილი ჩაქრა, ობლობაში გაზრდილი შვილი ვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა!
ტრიალებს ცოდვა-მადლიანად დედამიწა, ტრიალებს და რაც უფრო მძიმდება ცოდვებით, მით უფრო სწრაფად მიაქროლებს დროს. ეგება და მხრების შერხევა, ცოდვებოს ჩამოფერთხვა უნდა, ან დაიღალა და ღერძიდან სურს ამოვარდნა, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვას?!“, - წერს ლალი მარგიანი სოციალურ ქსელში.