გორში ფერმერს 128 მსხმოიარობაში ახლად შესული ვაშლის ხე გაუჩეხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ ფეისბუკზე ავრცელებს.
„ეს კაცი 4 წელი ელოდა მოსავალს და მსხმოიარობაში რომ შევიდა ხე, გაუჩეხეს. ამის გამკეთებელი მერე სადღეგრძელოს დალევს შვილების, ოჯახის და ქართველობის. მგონია, რომ ამის გამკეთებელი არის ნაძირალა,“ - წერს ნინო ზამბახიძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.