Baby Bag

მოსკოვში 5 წლის ჯანმრთელი გოგონა საავადმყოფოში ცხოვრობს

გამაოგნებელი ამბავი, რომელმაც ინტერნეტ სივრცე შეძრა - მოსკოვში 5 წლის ჯანმრთელი გოგონა საავადმყოფოში ცხოვრობს​. გოგონას მშობლებლმა მისთვის ძიძა დაიქირავეს და თავად კი პატარას თვეში ერთხელ რამდენიმე წუთით ნახულობენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის გაკაჟების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია:

„საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ვიყოთ იმუნურად მდგრადი. პირველ რიგში, გაკაჟება, გაკაჟება, გაკაჟება. ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ოთახის განიავება, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ერთბაშად კი ნუ ჩავაგდებთ ბავშვს. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს, აბანაზა უნდა იყოს 37 გრადუსის ნაცვლად 33 გრადუსით. აქაც თავისი წესებია. ამას უნდა შევაჩვიოთ საფეხურებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად