Baby Bag

იაკობ გოგებაშვილის ორი ლექსი, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

იაკობ გოგებაშვილის ორი ლექსი, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

​​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის ორ ლექსს*, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ. 

ნახეთ ლექსები:


ყაყაჩოსა სიწითლითა

ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
ყმაწვილსა კარგი სწავლითა
დედა გაუხარებია.

მოწვევა სწავლაზე

ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო;
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბინე ჩვენსაო;
გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო;
გიმღერებ და შენც გამღერებ,
ლექსებს გასწავლი ძველსაო

*აღნიშნული ლექსები ხალხური გახლდათ და იაკობ გოგებაშვილმა ზემოთ მოცემული სახით შემოგვთავაზა.

შეიძლება დაინტერესდეთ