Baby Bag

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე" - შალვა ამონაშვილი

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე" - შალვა ამონაშვილი

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე - შეიძლება, ყველაფრით არა, მაგრამ შესაძლოა, გონიერებით, განათლებით, კულტურით... თავისებური უნარებით", - ამის შესახებ პედაგოგმა - შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

,,რაღაცით თუ არ დაწინაურდა შვილი მშობელზე, მაშასადამე, რაღაც დავაკელით. ყველა ბავშვში არის ის, რითაც მან ჩვენ უნდა გაგვისწროს. 

ბევრი მოდის ჩემთან კონსულტაციაზე დედაზე ჩივილით. თვითონ უკვე ჰყავთ მეუღლე, შვილები და ახლა დედაზე ჩივიან. ხომ შეიძლება, მიუტევო? ცოდვა ყველას გვაქვს. შენ უფალს სთხოვე, შენი ცოდვები მოგიტევოს, მაგრამ თუ ვინმემ შენთან შესცოდა, მიუტევე ღიმილით, კეთილად. არ ჩაიხვიო გულში. ეს არის თვითაღზრდა. თქვენთვის მომინდვია, დაფიქრდებით თუ არა, რამდენი რამე მქონია მე ,,გასაშალაშინებელი“ ჩემს თავში. არადა, ბავშვი გიდგათ წინ და გინდათ, სწორედ მას ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე სიკეთით აღიზრდება, სიყვარული - სიყვარულით, თავმდაბლობა - თავმდაბლობით, კულტურა - კულტურით, სილამაზე - სილამაზით, ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს- ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია, ბოროტება დაადნოს, იქიდან ამოიღოს ის, რაც სიკეთეს გამოადგება და დანარჩენი ნაგავს გაატანოს. სიკეთეს ეს შეუძლია, მაგრამ სიძულვილში სიყვარული არ იბადება", - ამბობს შალვა ამონაშვილი.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული" - რჩევები მშობლებს

,,არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული" - რჩევები მშობლებს

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მცირე ასაკში ბავშვის ,,იძულება", იაროს მან მუსიკაზე და როდის ხდება ეს პროცესი სტრესული - ამის შესახებ მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა და პიანისტმა, სანდრო გეგეჭკორმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრეს. მათ მსმენელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

,,ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია. ყველა მათგანი თავისებურად უნიკალური, ნიჭიერია. რთულია, ადრეულ ასაკში აღმოაჩინო, აქვს თუ არა ბავშვს სმენა. პირველი ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას - თუ ბავშვს იმ კონკრეტული მომენტისთვის არ აღენიშნება სმენა, არ არის მზანშეწონილი, მშობელმა მოახდინოს გავლენა. ერთი ბავშვი რომ ისეთ 9 ადამიანთან დავსვათ, რომელსაც კარგი სმენა აქვს, ეს ბავშვი აღმოაჩენს, რომ დანარჩენი 9 კარგად მღერის და მის შემთხვევაში რაღაც ისე ვერ არის და ისტრესება. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის და მინდა, ყველა მშობელს ვურიო მთელი გულით - არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული ან რამე სხვა. ჩემთან რომ მოდიან ბავშვები, მათ ვეკითხევბი, თუ უყვართ სიმღერა და თუ უნდათ სიარული. თუ ბავშვს თვალები უციმციმებს და უხარია, ესე იგი, ის უნდა მოსულიყო. მე ვფიქრობ, რომ 4-5 წელი არის ოპტიმალური ასაკი, როდესაც ბავშვმა უნდა დაიწყოს სიმღერაზე სიარული, სურვილის შემთხვევაში", - ამბობს ნოდკო ტატიშვილი.

სანდრო გეგეჭკორი საუბრობს, თუ რა შემთხვევაში ხდება ამ მხრივ მეცადინეობა მოსაწყენი.

,,სად ამჟღავნებს მუსიკალურ ნიჭს ბავშვი - ან წაიღიღინებს რაიმე მელოდიას, რომელიც იმღერა სადმე ვინმემ და ის გონებაში დარჩა. მე 3-4 წლის ასაკში ვმღეროდი სიმღერებს და ალბათ აქედან ჩანდა, რომ მქონდა ნიჭი. 

როდესაც მეცადინეობ, ეს მოსაბეზრებელია და ჰგავს მასწავლებლის მიერ დავალების მიცემას, რომ რაღაც უნდა დაწერო ძალიან ბევრჯერ. ეს არის ერთი მომენტი და მეორეა, როდესაც ის გეუბნება, მოიძიო ინფორმაცია რომელიღაც ომის შესახებ და თვითონ ეძებ, არკვევ. თუ რაღაც მუსიკას აღიქვამ, როგორც გამების ერთობლიობას, ეს არის ძალიან მოსაწყენი და საათები ისე იწელება, ერთი სული გაქვს, მიატოვო ეს საქმიანობა", - ამბობს პიანისტი.


წყარო: ,​,იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად