Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაკიანი წელიწადი“ - ფილმი, რომელიც 29 თებერვალს უნდა ნახოთ

„ნაკიანი წელიწადი“ - ფილმი, რომელიც 29 თებერვალს უნდა ნახოთ
ფილმი, რომლის ყურებასაც Momsedu.ge დღეს გირჩევთ, ირლანდიაში არსებულ საინტერესო ტრადიციას ეხება, რომლის მიხედვითაც, 29 თებერვალს ქალს შეუძლია ხელი სთხოვოს მამაკაცს.
ფილმის სახელწოდებაა „ნაკიანი წელიწადი“ და მისი მოკლე შინაარსი ასეთია:

კონკრეტული გეგმა, რომელიც ქალმა თავისი შეყვარებულის მიმართ შეიმუშავა და რომელიც ირლანდიური ტრადიციის მიხედვით ქალისგან ქორწინების შეთავაზებას მხოლოდ ნაკიან დღეს გულისხმობს, შესაძლოა ჩაიშალოს ამინდის გამო. ფრენა დუბლინის მიმართულებით მოსალოდნელია გადაიდოს. თუმცა, სასტუმროს მეპატრონის დახმარებით საბოლოოდ ანას მაინც უჩნდება შანსი სასურველ შედეგს მიაღწიოს და დაინიშნოს.
ფილმი იხილეთ ბმულზე - „​ნაკიანი წელიწადი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად