Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვებს სძინავთ და ცოტა დრო გამოგიჩნდათ, ამ ფილმს ჩაუჯექით

თუ ბავშვებს სძინავთ და ცოტა დრო გამოგიჩნდათ, ამ ფილმს ჩაუჯექით

    ​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ ფილმს, რომელსაც ვერ მოსწყდებით, საოცარი ემოციებით აგავსებთ და არასდროს დაგავიწყდებათ. 

    როგორია ფილმის სიუჟეტი?

    ეიბილინ კლარკი შუახნის აფრო-ამერიკელი მოახლეა, რომელიც მთელი ცხოვრება თეთრკანიანებს ეხმარებოდა მათი შვილების აღზრდაში. მას საკუთარი შვილი დაეღუპება. მინი ჯექსონი-აფრო-ამერიკელი მოსამსახურეა, რომელიც ხშირად შეურაცხყოფს ადამიანებს, რომლებთანაც მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, ის კი მუდმივად სამსახურს ეძებს. ეუგენია ფელანი ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალია, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მოახლე, რომელიც ბავშვობაში მასთან მსახურობდა, გაუჩინარდა. ეს სამი ისტორია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ჯექსონში, მისისიპიში ცხოვრებას აღწერს.

    ფილმი იხილეთ ბმულზე - ​​„The H​​elp“​

    არ დაგავიწყდეთ !!!

    ​MomsEdu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

    წაიკითხეთ სრულად