ეს წერილი, რომელიც 2 წლის წინ მარიამ ნინიძემ (სად ხარ, მარიამ? - სალამი შენ!) მომწერა, ზოგადად ჩემი მოსწავლეების საჩუქარია. შეიძლება 1-2 მცირე ხარვეზი ახლავს, მაგრამ ეს რა მოსატანია იმ მისტიკასთან, მასწავლებლისა და მოსწავლის მარადიული ურთიერთობა რომ ჰქვია?!
ვინ თქვა, რომ ღმერთი არ გველაპარაკება?
მოუსმინეთ მათ, ვინც გვერდით გიდგათ და მის ხმას გაიგონებთ.
ერთხელ, ახალი წლის დადგომის წინ, მოსწავლეებს დავავალე (თუ ვთხოვე?), რომ ჩემთვის წერილი მოეწერათ. ყველა ძალიან საინტერესო იყო. ეს წერილიც ფეისბუქმა დღეს შემახსენა.
ალბათ, მარიამმა არც კი იცის, ამწუთას კიდევ ერთხელ როგორ გამახარა - არა მხოლოდ თავისი ფიქრითა თუ ემოციით, არამედ, როგორც თავად ამბობს - უბრალოდ არსებობით.
არ არსებობს უბრალო დღეები - ყოველი მათგანი რაღაც მნიშვნელოვანზე მოგვითხრობს.
ეს - ღმერთი გვიყვება თავის თავგადასავალს.
მათ ის საკუთარ გამომხატველებს ყოველთვის ზუსტად მოაძებნინებს.
ფილოლოგი გია მურღულია