Baby Bag

„ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“

„ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“
„მასწავლებლობა არის მოსწავლეთათვის ისეთი რეალობის შექმნა, რომელიც მათ მისი არყოფნის დროსაც ასწავლის.

ეს რეალობა არ არის მხოლოდ ინფორმაცია ან ინტერპრერაცია, ეს - უწინარესად - განწყობა და გემოვნებაა.

გემოვნება, პირველ რიგში, ცხოვრებას სჭირდება, კერძოდ კი - ქცევას.

მასწავლებელი ერთ დღეს „კვდება“ მოსწავლეში (ვინც კარგად ასწავლის, მუდმივი დომინანტობით არასდროს ზღუდავს საკუთარ შეგირდს), მაგრამ მარადიულად ცოცხლობს მასში.

მერე რა, რომ ყოველთვის ასე არ არის - კერძო მაგალითებიც ზრდის საზოგადოებას.

და ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“

​ავტორი ფილოლოგი გია მურღულია
„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქ...
ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“
ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს. პა...
„ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც...
​ფილოლოგმა გია მურღულიამ განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და რეფორმებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები არის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებშიც:„პანაცეა არ არის...

შეიძლება დაინტერესდეთ

​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება

​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება

„​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება:
სიყვარულით, ზნეობით, გონიერებით, გემოვნებით.
„მოიხედე მრისხანების ჟამს“ და დაუბრუნდი ამ სიტყვათა სინათლეს.
მხოლოდ მათ მოჰყვებიან სხვა სასურველი სიტყვები: ბედნიერება, სიხარული, ერთობა, სიმტკიცე, გამარჯვება...
ქართველებმა ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ და მერე ყველაფრის დაბრუნებასაც შევძლებთ.
ეს არ არის იდეალისტის გულუბრყვილო სურვილი - ეს ერთადერთი რეალობაა, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს.
დილა მშვიდობის, საქართველოვ!“ 

ფილოლოგი გია მურღულია

წაიკითხეთ სრულად