Baby Bag

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი წერს.

მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... ძალიან ბევრი მირეკავს სხვადასხვა პრობლემით: ფობიები, აგზნებადობა, უძილობა, ისტერიები, ეკრანმიჯაჭვულობა ნომერ პირველი პრობლემა, რაც იწვევს ინფორმაციულ, ემოციურ სტრესს და საბოლოოდ ოქსდაციური სტრესის განვითარებას!!! აღარც სიყვარული, აბა საიდან კომუნიკაციები მხოლოდ ვირტუალური, არც სხვა გრძნობები, რომელთა ატროფიაც ხდება დროთა განმავლობაში... გახსოვთ???? დაჭერობანა, დამალობანა, წრეში ბურთი. ამ თამაშების დროს რაღაცნაირად ხდებოდა გრძნობათა რეალიზება, იმას იჭერდნენ, ვინც მოწონდათ, ბურთს ესროდნენ, დასდევდნენ დაჭერობანას დროს, თმებს აწიწკნიდნენ, გმირობის ჩადენას ლამობდნენ ბიჭები, კლასში შეყვარებული გოგონას ჩადენილ დანაშაულს (მაგალითად, ყვავილის ქოთნის გატეხვა) თვითონ იბრალებდნენ, ამ გრძნობების გამოხატვის უამრავი საშუალება იყო... ახლა... ვირტუალური სამყარო... ენატრებათ მეგობრები, თვალების შემოცეცება, ნაზი შეხება... ქურთუკის საყელოს გასწორება, შოკოლადის ან წიგნის მიწოდების დროს ხელის ხელთან შეხება, რვეულის ან წიგნის წასართმევად გამოკიდება, დაჭერა და თვალებში გრძნობით ჩახედვა, სუფთა და სპეტაკი... დიახ, ეს ყველაფერი ენატრებათ ბავშვებს, ნიღაბში იმალება გრძნობები, ქვეცნობიერში ილექება ნატვრა და ოცნება... მეშინია, გრძნობათა ატროფია არ დაეწყოთ... როდესაც მშობლებს მათი ნერვული აშლილობის ამ მიზეზებს განვუმარტავ, არ უნდათ აღიარება (მშობლიური ეგოიზმი), მაგრამ დამიჯერეთ ასეა... ნუ გაგიკვირდებათ მათი აფექტურობა, წუწუნი, უხასიათობა... იგიჟეთ თქვენც ხშირად მათთან ერთად, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რასაც უსმენენ, გაუტოლეთ თავი, მოუყევით თქვენი თავგადასავლები, მეტად მოეფერეთ, ოღონდ თანაგრძნობის გარეშე! არასოდეს არ დაამციროთ მოზარდი, არ დაუწუნოთ არჩევანი, „არ აშაყიროთ“ (ეს მათ ყველაზე მეტად არ ესმით და აღიზიანებთ) ნუ აავსებთ შენიშვნებით! მეტი ოპტიმიზმი ხმის ტონში! მეტი იმედი! მეტი დამაჯერებლობა!!! ის, რომ მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ჩვეული რუტინული ყოფა დაიწყება, რომელიც მათია და ენატრებათ, მაგრამ თქვენიც მესმის ჩემო ძვირფასებო, თქვენს ნერვებსაც მოფრთხილება უნდა... თუმცა თქვენს მეხსიერებაში კარგი მომენტებიც ხომ არის, ტკბილად გასახსენებელი, ამათ ცნობიერებას კი ძალიან უჭირს, ძალიან!!! ჯერ პატარები არიან, მათ ახლა უნდათ აწყვეტა, თავისუფლება, გრძნობებთან თამაში, სპორტი, სიმღერა, სწავლა... სამწუხაროდ, სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ, განსაკუთრებით ჩემს ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს და თქვენ გაგათავისუფლებთ სულიერი ტყვეობიდან, დაგიბრუნებთ ბედნიერ ბავშვობას, გპირდებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოკვლევები, რომლებიც გიჩვენებთ, რა გავლენა იქონია კორონავირუსმა თქვენს ჯანმრთელობაზე

გამოკვლევები, რომლებიც გიჩვენებთ, რა გავლენა იქონია კორონავირუსმა თქვენს ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელობის პრობლემას, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. იგი ზოგჯერ ყოველდღიურ რიტმსაც კი ცვლის. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება ჯანმრთელობის გარეშე არაფერია და უკვე აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. კვლევებისთვის კი საჭიროა სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც იქნება: სანდო, გამოცდილი და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციამდე წინასწარი კვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს და დამოკიდებულია კონკრეტული პირის სურვილზე შეიმოწმოს ჯანმრთელობის პარამეტრები, ლაბორატორიების ქსელი „სინევო“ გთავაზობთ სპეციალურ პაკეტებს, რომლის მეშვეობითაც დაზოგავთ - დროს, ენერგიასა და ფინანსებს. ასევე, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ შეგიძლიათ, შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნახოთ, რა გავლენა იქონია „COVID-19“ ვირუსულმა ინფექციამ მასზე. 

„პოსტკორონა“ - რა უნდა ვიცოდეთ?

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 10%-ს ახასიათებს გახანგრძლივებული სიმპტომები ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 1,5-2%-ში ამ სიმპტომების ხანგრძლივობა გრძელდება სამ თვემდე. აღწერილია სხვადასხვა სახის გახანგრძლივებული სიმპტომები, როგორებიცაა: დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება, ხველა და/ან ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს მეორად ინფექციას, ანთებას, „COVID-19“ ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დაზიანებებს ან მანამდე უკვე არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პროფილში შედის პარამეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ გახანგრძლივებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენაში. გარდა ამისა, „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და სურს შეამოწმოს სისხლის მნიშვნელოვანი მარკერები, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ნორმის ფარგლებშია. პანელში შედის ბიომარკერები ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორებიცაა: გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების დაზიანება, ანთება, ინფექცია და დიაბეტი.

აქციის ფარგლებში „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის ფასია 135 ლარი, ნაცვლად 270 ლარისა. ასევე, გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „პოსტკორონა“ გაფართოებული პანელით, რომელშიც გადაიხდით 205 ლარს, ნაცვლად, 411 ლარისა.

შეუკვეთეთ ონლაინ→ „Covid-19″ Preventive Panels/”Covid-19″ ​პროფილაქტიკური პანელები

COVID-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი

„COVID-19“ ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის დაზიანება და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით - პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ - ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ.


​15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე მოქმედებს სპეციალური აქცია, რომლის პირობების მიხედვით, მოცემულ პერიოდში „კოვიდ-19“ PCR ანატიგენის ტესტის „სინევოს“ ლაბორატორიაში გაკეთების შემთხვევაში, მიიღებთ (იხილეთ შეთავაზება→) COVID-19 ინფექციის გართულებების მონიტორინ​გის პროფილზე დამატებით ფასდაკლებას და ჩაიტარებთ კვლევას 80 ლარად, ნაცვლად 141 ლარისა.

კორონავირუსის SARS-Cov-2 ანტისხეულები სპაიკ (S) ცილის მიმართ - გაი​გეთ მეტი ↓

SARS-Cov-2 სპაიკის (S) ცილის საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტესტის ჩატარება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის მონიტორინგისთვის ან/და „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ იმუნური სტატუსის შესაფასებლად.

კორონავირუსის SARS-Cov-2 ანტისხეულები სპაიკ (S) ცილის მიმართ (რაოდენობრივი) ტესტის უპირატესობა:

  • მოცემული ტესტი, რომელსაც გთავაზობთ „სინევოს“ ლაბორატორია, განსაზღვრავს ანტისხეულების საერთო რაოდენობას (IgG ანტისხეულების ჩათვლით), რომლებიც წარმოიქმნება პაციენტის სისხლის შრატში ვირუსული ანტიგენის - „სპაიკ“ (Spike) ცილის (S1 სუბერთეულის) RBD (რეცეპტორების შემაკავშირებელი დომენის) უბნის მიმართ.
  • მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენცია (ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა. ანალიზატორი Cobas e 411; მწარმოებელი: Roche (გერმანია).
  • მაღალისპეციფიურობა (100%) და მგრძნობელობა (98.8%).
  • ჰუმორული იმუნური პასუხის რაოდენობრივი შეფასება გვაძლევს საშუალებას სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით მოვახდინოთ პაციენტთა იმუნური რეაქციების დინამიკის მონიტორინგი.

ასევე, ლაბორატორიამ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთევაზება გააკეთა. მათ შეეძლებათ ისარგებლონ -50%-იანი ფასდაკლებით პროფილაქტიკური კვლევების (General check up) და ანტისხეულების ერთობლივ პანელზე. გაიგეთ მეტი -  სპეციალ​ური შეთავაზება ვაქცინირებულებს!

წაიკითხეთ სრულად