Baby Bag

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

„მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი წერს.

მედარდებიან ჩვენი ბავშვები, მოზარდები, მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა... ძალიან ბევრი მირეკავს სხვადასხვა პრობლემით: ფობიები, აგზნებადობა, უძილობა, ისტერიები, ეკრანმიჯაჭვულობა ნომერ პირველი პრობლემა, რაც იწვევს ინფორმაციულ, ემოციურ სტრესს და საბოლოოდ ოქსდაციური სტრესის განვითარებას!!! აღარც სიყვარული, აბა საიდან კომუნიკაციები მხოლოდ ვირტუალური, არც სხვა გრძნობები, რომელთა ატროფიაც ხდება დროთა განმავლობაში... გახსოვთ???? დაჭერობანა, დამალობანა, წრეში ბურთი. ამ თამაშების დროს რაღაცნაირად ხდებოდა გრძნობათა რეალიზება, იმას იჭერდნენ, ვინც მოწონდათ, ბურთს ესროდნენ, დასდევდნენ დაჭერობანას დროს, თმებს აწიწკნიდნენ, გმირობის ჩადენას ლამობდნენ ბიჭები, კლასში შეყვარებული გოგონას ჩადენილ დანაშაულს (მაგალითად, ყვავილის ქოთნის გატეხვა) თვითონ იბრალებდნენ, ამ გრძნობების გამოხატვის უამრავი საშუალება იყო... ახლა... ვირტუალური სამყარო... ენატრებათ მეგობრები, თვალების შემოცეცება, ნაზი შეხება... ქურთუკის საყელოს გასწორება, შოკოლადის ან წიგნის მიწოდების დროს ხელის ხელთან შეხება, რვეულის ან წიგნის წასართმევად გამოკიდება, დაჭერა და თვალებში გრძნობით ჩახედვა, სუფთა და სპეტაკი... დიახ, ეს ყველაფერი ენატრებათ ბავშვებს, ნიღაბში იმალება გრძნობები, ქვეცნობიერში ილექება ნატვრა და ოცნება... მეშინია, გრძნობათა ატროფია არ დაეწყოთ... როდესაც მშობლებს მათი ნერვული აშლილობის ამ მიზეზებს განვუმარტავ, არ უნდათ აღიარება (მშობლიური ეგოიზმი), მაგრამ დამიჯერეთ ასეა... ნუ გაგიკვირდებათ მათი აფექტურობა, წუწუნი, უხასიათობა... იგიჟეთ თქვენც ხშირად მათთან ერთად, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რასაც უსმენენ, გაუტოლეთ თავი, მოუყევით თქვენი თავგადასავლები, მეტად მოეფერეთ, ოღონდ თანაგრძნობის გარეშე! არასოდეს არ დაამციროთ მოზარდი, არ დაუწუნოთ არჩევანი, „არ აშაყიროთ“ (ეს მათ ყველაზე მეტად არ ესმით და აღიზიანებთ) ნუ აავსებთ შენიშვნებით! მეტი ოპტიმიზმი ხმის ტონში! მეტი იმედი! მეტი დამაჯერებლობა!!! ის, რომ მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ჩვეული რუტინული ყოფა დაიწყება, რომელიც მათია და ენატრებათ, მაგრამ თქვენიც მესმის ჩემო ძვირფასებო, თქვენს ნერვებსაც მოფრთხილება უნდა... თუმცა თქვენს მეხსიერებაში კარგი მომენტებიც ხომ არის, ტკბილად გასახსენებელი, ამათ ცნობიერებას კი ძალიან უჭირს, ძალიან!!! ჯერ პატარები არიან, მათ ახლა უნდათ აწყვეტა, თავისუფლება, გრძნობებთან თამაში, სპორტი, სიმღერა, სწავლა... სამწუხაროდ, სახლებში გამოკეტილები, კოშმარული სიზმრის დასასრულის მოლოდინით ცხოვრობენ და ენატრებათ სილაღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ, განსაკუთრებით ჩემს ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს და თქვენ გაგათავისუფლებთ სულიერი ტყვეობიდან, დაგიბრუნებთ ბედნიერ ბავშვობას, გპირდებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

ძუძუთი კვება ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება

ძუძუთი კვება ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება

რატომ არის აუცილებელი და რამდენ ხანს არის სასურველი ბავშვის ძუძუთი კვება? - აქტუალურ საკითხზე ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა​ ​MomsEdu.ge​-სთან ისაუბრა. 

- ძუძუთი კვება არის ოქროს სტანდარტი, ეს არის სიყვარულის ჯაჭვი ბავშვსა და დედას შორის, ეს არის უალტერნატივო კვება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, დედის რძე ძალიან მარტივი, იოლად მოსანელებელი საკვებია. იგი შეიცავს დიდი რაოდენეობით ოლიგოსაქარიდებს, რომელიც საჭიროა ბავშვის კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ჩამოსაყალიბებლად. ანუ ჩვენი კეთილი, აპათოგენური მიკრობაქტერიები, რომლებიც ნაწლავში ცხოვრებენ და ამარცხებენ ძალიან ბევრ უარყოფითად მოქმედ ფაქტორს კუჭნაწლავის ტრაქტში, სწორედ ამ ოლიგოსაქარიდების მეშვეობით იკვებება. დედის რძეში შედის იმუნოგლობულინი, რომელიც 90%-ით უზრუნველყოფს იმუნიტეტს და აქედან გამომდინარე, სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები პრაქტიკულად არ ავადობენ იმიტომ, რომ ისინი გარკვეულწილად იმუნიტეტს დედისგან იღებენ. დედის რძე შეიცავს ისეთ ნახშირწყლებს და შაქარს, რომელიც მარტივად მოსანელებელია ბავშვისთვის. ის შეიცავს ცილას, ტაურინს, ეს არის ინტელექტის ცილა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი - IQ გაცილებით მაღალი აქვთ. ასევე, დედის რძე შეიცავს რძის ცხიმს, რაც ყველაზე მთავარია. რძის ცხიმი შეიცავს ბეტა პალმიტატს, რაც აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებისათვის.

თუ ძუძუთი კვება გრძელდება 1 წლამდე ეს ძალიან კარგია, ოქროს სტანდატია, მაგრამ 6 თვემდე მაინც უნდა ვკვებოთ ბავშვი რძით, რაც არ უნდა მცირე ულუფებით მოხდეს ეს. დედის რძე ხომ მხოლოდ საკვებ პროდუქტს არ წარმოადგენს. ეს არის იმ სიყვარულის ჯაჭვის გაგრძელება, რომელსაც პლაცენტარული ჯაჭვის დაკავშირება ჰქვია. პლაცენტის გადაჭრასთან ერთად დედასა და შვილს შორის ურთიერთობა ხომ არ წყდება. ამიტომ რომ არ განიცადოს ბავშვმა ეს სენსორული შიმშილი დედასთან მიმართებით, აუცილებელია, რომ მიიღოს დედი რძე. სხვათა შორის, ფაქტებით დასტურდება, რომ ბავშვი მარცხენა ძუძუს უფრო ხშირად ითხოვს, ვიდრე მარჯვენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მარცხნივ მას ესმის დედის გულის ცემა ანუ ეს მუცლადყოფნის პერიოდის გაგრძელებაა.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ, რაც უფრო მეტად ეფერება შვილს მუცლადყოფნის პერიოდში და რაც უფრო გაცნობიერებული აქვს, რომ ეს მისი ნაყოფია, მისი შვილია, ასეთი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ასეთი გამოკითხვა ჩაატარეს - დედების ნაწილი ამბობდა, რომ ვერ აღქვამდა ჯერჯერობით ნაყოფს შვილად. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადობდნენ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც მუცლადყოფნისას იყვნენ მუდმივად მოფერებაში და ზრუნვაში, როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. მინდა, მამის როლიც განსაკუთრებით აღვნიშნო.

წაიკითხეთ სრულად