Baby Bag

,,ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება''

,,ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება''

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზეა მორგებული. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპირკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.

ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას
„ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას. მიწაზე რომ მყარად ვერ დგახარ და ყანყალებ, ტვინიც შესაბამისად მუშაობს. ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის დანახვა კაცებსაც აკლებს...

შეიძლება დაინტერესდეთ

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 3-წლიანი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის ბავშვი გამვლელმა ქალმა 27 აგვისტოს დაჭრა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად პეკინის გამზირზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად მივარდა ბავშვთან და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა.


წაიკითხეთ სრულად