ასე ეხმაურება გუშინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გასულ ნინას გამოსამშვიდობებელ ვიდეოს სოფო ფირანიშვილი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა.
ჯერ კიდევ ისრაელში ვიყავი და ქიმიებს ვისხამდი, ნინას პერსონაჟს ჩვენდა გასახარად თმები გადაპარსეს, ერთი ამბავი ატყდა, გმირობად შერაცხრეს.
მას მერე კიდევ ერთი სატელევიზიო თმის გადაპარსვა შედგა. მაშინაც და დღესაც იგივე აზრზე ვარ, თუ ვინმეს ჩვენი გვერდში დგომა უნდა, ჯანსაღი გარემო გაგვიყავით რა.
საკუთარი თმა მეყო სადარდებლად, კიდევ თქვენიც რომ არ დამიმატოთ. (თუმცა ვინც ონკოპაციენტი არ ხართ, ვერც ამ ხუმრობას და ვერც ამ ტკივილს ვერ ჩაწვდებით და არც ეცადოთ)
და რაც შეეხება გუშინდელ „სიკვდილის რეპეტიციებს“ ოჯახის დატოვებასა და ნახარაშების სმას, ვწუხვარ, რომ ეს მოვისმინე. ვწუხვარ, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ადამიანებს მოუწოდებს და თქვენც, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერეს ეს ახლა, რომ კიბო არ არის განაჩენი, თქვენ შეძელით და ძალიან ბევრ ადამიანს გამოუტანეთ განაჩენი. (და ეს მაშინ, როცა ბალახების ნახარშების სმით იღუპება ნახევარი საქართველო!!!)
ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე, ვწუხვარ რომ „პასუხისმგებლობა“ არანაირ კონტექსტში არ გაგაჩნიათ.
ციკლიდან: კიბო არ ნიშნავს სიკვდილის რეპეტიციებს და ეს ზუსტად გახსოვდეთ, ადამიანებო.
მე უკვე დავამთავრე ეს ამბები, მიმდინარეეებზე ვდარდობ.