აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს
გუშინ ერთერთმა ტელევიზიამ კომენტარი მთხოვა მოზარდზე, რომელმაც ძაღლი მიუშვა ლეკვის დასაგლეჯად. მოკლედ მივწერე უარი, რადგან არ მქონდა საშუალება ეს მეთქვა, - მოზარდი ხშირად არაფუმფულური, არამედ პირიქით, აგრესიული, დემონსტრატიული ქცევით ყურადღების მიქცევას ცდილობს და არ შეიძლება, მიიღოს ამხელა ყურადღება (მთელი ქვეყანა და ყველა ტელევიზია ჩემზე ლაპარაკობს) და გახდეს პოპულარული ასეთი საქციელით. დევიანტური ქცევა მოზარდობისას არ ნიშნავს იმას, რომ ის მხეცად ჩამოყალიბდება, თუ რა თქმა უნდა, უფროსები არ „დავეხმარებით“ ამაში. მოზარდი ხშირად სულაც არ ზრუნავს „პოზიტიური“ წარმოჩინდეს, ის უბრალოდ „ეძახის პუბლიკას“. არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ქცევის ფიქსაციას მის ფსიქიკაში, მით უმეტეს, ფსიქოპათად ან ბოროტმოქმედად გაფორმებას. ასეთ დროს სოცმუშაკი უნდა დაინტერესდეს ბავშვის ზოგადი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით და მოზარდმა ფსიქოთერაპევტისგან მიიღოს დახმარება. და ეს ყველაფერი - უხმაუროდ.