Baby Bag

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა „მოწამლა“. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით „მოწამვლის“ შემთხვევებიც.

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტობრივად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“- ბიძინა კულუმბეგოვი

„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“- ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მოქალაქეებს ვაქცინაციიდან შესაბამისი დროის ინტერვალის გასვლის შემდეგ ბუსტერ დოზების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ბრძანება ძალაშია ბუსტერული დოზების დამატების შესახებ! გთხოვთ,ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ,დაიბუსტეთ!“- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვი პოსტს თან ურთავს ბრძანების ფოტოსაც.


წაიკითხეთ სრულად