Baby Bag

„ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა“ - ნათია ბანძელაძე გოგიჩაზე

„ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა“ -  ნათია ბანძელაძე გოგიჩაზე
​„....მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა... როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა ,,მეზიზღება“. 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა,  ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა... რატომ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ... ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა. მიყვარხარ.“
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვან და მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე აქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად