Baby Bag

„დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს“ - განო მელითაური

„დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს“ - განო მელითაური

​„13 მაისი არ უყვარდა არასდროს... სულ ამბობდა ფინალს ვუახლოვდებიო... მოწონდა როგორც ვწერდი, იმდენად საკუთარ დაბადების დღეზე თითო ლექსს მიწერდა და ბალიშზე მიტოვებდა😂ძალიან მკაცრად არ შემიფასო ერთ ერთ წრეზე მაინც დაგეწევიო❤ სიყვარული იყო და 3 დიდი სიყვარული დამიტოვა კიდევ ბევრი ღირებულება დანკომ... ვერ დაეტია ცისფერ ბურთში მისი ენერგია და იქ წავიდა, სადაც დრო და მატერია არაფერს ნიშნავს. იქ ერთი დიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის და ამ სიყვარულს არც ფორმები აქვს არც სტატუსები ერთი მთლიანია. მარადისობას შეურთდა და იქიდან მფარველობს ჩვენს ათინათებს!

დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს❤

განო მელითაურის  ემოციური პოსტი​ გარდაცვლილი მეუღლის, კოტე თოლორდავას შესახებ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღესაც: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო. ეძებე იმ დამოკიდებულებაში, რომელიც სუფევდა შენი მხრიდან ოჯახში. არავისში არ ეძებო ეს. შენ, ვისაც გითხრეს ეს, იმან მოიძიე შენს თავში, სად არის ამის ნიადაგი, სად მომზადდა. შენ ადრესატი ხარ უკვე იმისი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის განცდების ამოცნობა.

რელიგიაში რომ ამბობენ: „განსაცდელი მადლია,“ ეს ფათერაკიანი მომენტი ასე მადლად უნდა ექცეს ადამიანს. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ხელს რომ გავუწვდით, ამითი შეიძლება ერთმანეთი ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. მე რომ ხელი გამომიწოდე, შენც გაიარე შენი ადამიანური ვალდებულებების ბეწვის ხიდი ამ დროს, შენც გაიმარჯვე. ადამიანები ამ ქმედებაში იზრდებიან. კარს რომ მიუხურავ ადამიანს, რომელმაც გული გატკინა, გუშინ არ გააკეთა რაღაც კარგი, შენს თავს დაუხურე შენი მაღლა სვლის კარი, შენი პიროვნული ზრდის შესაძლებლობა ჩაახშე. საკუთარი თავის მტრობაა ეს. ავტორიტარულობა არის დამანგრეველი თავად იმ სუბიექტისთვის, ვინც ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ავტორი გახლავთ, ეს არის თვითგამანადგურებელი. მერე ვერ ხვდებიან ადამიანები, რატომ არიან ცხოვრებაში ნაკლებად ბედნიერები. ამიტომ მხოლოდ, რომ მუშტის დაკვრა მოგინდა მაგიდაზე, მოგინდა, რომ საკუთარი ძალაუფლება განგევრცო მეორე ადამიანზე, თუნდაც შვილი იყოს. შვილი არ არის საკუთრება. ის ისეთივეა, საპატივცემულო ადამიანია, შენგან დამოუკიდებელია. მე იმის მიხედვით კი არ უნდა მოვექცე მავანს, როგორ იმსახურებს ის, არამედ უნდა მოვექცე ისე, როგორც მე მეკადრება,“- აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

წყარო: ​„ქართული არხი“

წაიკითხეთ სრულად