საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის, მევლუდ მელაძისა და ყოფილი ჟურნალისტის, სალომე გველესიანის ვაჟი რამდენიმე დღის წინ თბილისთან ახლოს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. ავარიის დროს ნიკუშა სწრაფად მიმავალი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. იგი გუშინ დაკრძალეს.
ტრაგედიის შემდეგ მევლუდ მელაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საკუთარ ტკივილზე ისაუბრა:
„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია 😔უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია 😔 😔😔დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე 😔😔😔მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას 😔😔😔