Baby Bag

„გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო“ - მიხეილ ბატიაშვილი

„გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო“ - მიხეილ ბატიაშვილი
„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო, უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა.“

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

იხილეთ ასევე:

​„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული ცნობილია

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად