Baby Bag

„თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია, ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და ფულის პრობლემა,“ - იაგო ფრანგიშვილი

„თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია, ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და ფულის პრობლემა,“ - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა იაგო ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართვლოში კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებელს გამოეხმაურა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ახლა გავიგე რომ ინფექციური და ინტენსიურები კოვიდიანი ბავშვებით გადაჭედილიაო საქართველოშიო და ძალიან ვთხოვ ყველას, პრობლემა ეძებოს მაქ, ადგილზე და არა აცრაში.

აქ დავდებ სატატისტიკას.

გერმანიის სტატისტიკის ბუნდესამტი

20 წლამდე ასაკის და კოვიდთან მიმართებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2წლის ანუ მთელი პანდემიის მანძილზე, ანუ 2020, 2021 და ახლა 2022 წლის 21 იანვრამდე ასეთია

მთლიანად ამ პანდემიის მანძილზე გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის 53 ბავშვი/ახალგაზრდა

2020 წლის სტატისტიკით, ანუ, როცა არ იყო აცრა, გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 27 ბავშვი/ახალგაზრდა

ანუ, აცრას არავითარი გავლენა არ მოუხდენია კოვიდით ბავშვთა სიკვდილიანობაზე.

ახლა კი მეორე სტატისტიკა

2019 წელს გერმანაიში 20 წლამდე ასაკის ბავშვი/ახალგაზრდა გარდაიცვალა სულ და ერთადერთ წელში

4.430, დიახ ოთხი ათასზე მეტი.

პანდემიის 2 წლის მანძილზე გერმანიაში 20 წლამდე ასაკის ბუნებრივი სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 8.800 და აქედან 53 არის დაფიქსირებული, რომ კოვიდ პოზიტიური ტესტი ჰქონდა.

რა ჰქონდათ სხვა დაავადების მხრივ ამ ბავშვებს/ახალგაზრდებს, ამას ეს სტატისტიკა არ გვიჩვენებს

მიუხედავად ამისა,

აბსოლუტური დამაჯერებლობით უნდა ითქვას, რომ

კორონა არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის ან ახალგაზრდის პრობლემას

და თუ წარმოადგენს,

და თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია

ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და რათქმაუნდა ფულის პრობლემაც - ფულის ნაკლებობის კიარა, პირიქით, ფულის კეთების პრობლემა,“- წერს იაგო ფრანგიშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად