პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისდამი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქართველ წინასწარმეტყველს ლელა კაკულიას მაინც დაუჯერონ:
„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ … დარწმუნებული ვარ ცაგარელიც მალე იმავეს იტყვის:
ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს…
ჯანმრთელობას გისურვებთ,“- აღნიშნულია პოსტში.
გიორგი ფხაკაძე პოსტს თან ურთავს digest.pia.ge-ს სტატიას, რომელშიც წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საზოგადოებას გერმანულ-ამერიკული ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ეს ვაქცინები კოსმოსიდან არის დაშვებული.“ ლელა კაკულია თვლის, რომ გერმანულ-ამერიკული ვაქცინა აუცილებლად გვიშველის.