Baby Bag

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონით დაზაფრულებს  დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ომიკრონის“ ახალი შტამის აღმოჩენას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამხრეთ აფრიკელი ექიმის განცხადება ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, ცოტაოდენი სიმშვიდის საფუძველს იძლევა:

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება: უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო".

ასევე სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.

ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!“- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მაცნობეთ ისეთი ადამიანების შესახებ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება''

,,მაცნობეთ ისეთი ადამიანების შესახებ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება''

​ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. გიორგი ღოღობერიძე გამომაწერებს თხოვნით მიმართვას, რომ ისეთი ადამიანების შესახებ აცნობონ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ ექიმთან მისვლა, საკუთარი ხარჯებით მედიკამენტების ყიდვა და ა.შ

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად