Baby Bag

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონით დაზაფრულებს  დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ომიკრონის“ ახალი შტამის აღმოჩენას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამხრეთ აფრიკელი ექიმის განცხადება ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, ცოტაოდენი სიმშვიდის საფუძველს იძლევა:

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება: უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო".

ასევე სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.

ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!“- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვიანობა გაზრდილია:

„მიმართვიანობა გაიზარდა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში,​ შესაბამისად კლინიკაში პაციენტების რაოდენობამ იმატა. ამ ეტაპზე გვყავს 145 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 24 პაციენტი მკურნალობს. აქ შეზღუდულები ვართ, იმიტომ, რომ სულ 25 საწოლზე გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება.“

​ამ ეტაპზე არ გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელსაც აპარატული მხარდაჭერა ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად